Belive

ტიტო ვილანოვამ გარდაცვალებამდე 6 დღით ადრე მესი ბარსელონაში დარჩენაში დაარწმუნა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა. ესპანურმა გამოცემამ Marca ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო ფაქტი გაიხსენა. როგორც აღმოჩნდა, ლეო მესის 2014 წელს კატალონიური კლუბის დატოვება სურდა. "ბარსელონამ" აღნიშნულ წელს ლა ლიგის ტიტული ვერ მოიპოვა, კოპა დელ რეის ფინალში "რეალთან" დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგას კი მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი იმ პერიოდში სწორედ ტიტო ვილანოვა იყო. ყოფილმა ესპანელმა სპეციალისტმა გარდაცვალებამდე 6 დღით ადრე მესი სახლში დაპატიჟა და დიდხნიანი საუბრის შემდეგ, არგენტინელს "ბარსელონას" დატოვება გადააფიქრებინა.

სხვა სტატიები