Belive

ტიციანო კრუდელის სიგიჟე მილანის გოლზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურის შეხვედრაში, "მილანი" "ფიორენტინას" დაუპირისპირდა. მილანში, "სან სიროზე" გამართული დაძაბული მატჩი, "როსონერის" გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი, რაფაელ ლეაომ 82-ე წუთზე გაიტანა და საჩემპიონო ბრძოლაში ჩართულ "მილანს" უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი და ტელეწამყვანი - ტიციანო კრუდელი, ლეაოს გოლმა გააგიჟა. კრუდელიმ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და "მილანის" გოლი ემოციურად აღნიშნა.

შეგახსენებთ, 35 ტურის შემდეგ, 77 ქულით, სერია A-ს სათავეში "მილანი" უდგას - მდევარ "ინტერს" 75 აქვს და "როსონერის" ფეხის დაცდენას ელოდება.

სხვა სტატიები