Belive

ტიტულების სრული კომპლექტი: საბურთალომ სუპერთასიც მოიგო!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოში საფეხბურთო სეზონი დაიწყო. 2020 წლის პირველი ოფიციალური შეხვედრა "მიხეილ მესხი 2-ზე" სუპერთასის ეგიდით გაიმართა. ერთმანეთს ეროვნული ლიგის ბოლო გათამაშების ჩემპიონი "დინამო თბილისი" და დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული "საბურთალო" დაუპირისპირდნენ. სატიტულო მატჩს ორივე გუნდი წინა სეზონის შემდეგ განხორციელებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებით შეხვდა. ორივე თბილისური კლუბი მორიგ დერბიში ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გამოიყვანა - კახა ჩხეტიანისა და თემურ შალამბერიძის შეხვედრაში იმარჯვა. სლავა მეტრეველის სახელობის ტურნირზე ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა - "საბურთალო" გიორგი კოხრეიძემ 11-მეტრიანი დისტანციიდან დააწინაურა. მთელი მატჩის განმავლობაში სახიფათო მომენტები ორივე მხარეს მრავლად იყო, განსაკუთრებით "დინამოს" ფეხბურთელები აქტიურობდნენ, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყვეს და რეალური მომენტის შექმნაც ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, კოხრეიძის გოლი "საბურთალოსთვის" გამარჯვების და პირველი ტიტულის მომტანი აღმოჩნდა. 20 წლის წინ დაარსებულმა კლუბმა ამ გამარჯვებით ქვეყნის შიგნით სამივე შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა. ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშება 29 თებერვალს, "დინამო არენაზე", მოქმედი ჩემპიონისა და ელიტაში აღზევებული "თელავის" მატჩით გაიხსნება.

სხვა სტატიები