Belive

ტიტული 6 წლის შემდეგ - ნაპოლი იტალიის თასის გამარჯვებულია!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
6-წლიანი პაუზის შემდეგ, "ნაპოლიმ" ტიტული მოიპოვა - ნეაპოლიტანელები კოპა იტალიას გამარჯვებულები გახდნენ. ჯენარო გატუზოს პირველი სამწვრთნელო ჯილდო იტალიის თასი აღმოჩნდა, რომელიც მან ქვეყნის ყველაზე ტიტულივანი კლუბის, ტურინის "იუვენტუსის" დამარცხებით მოიპოვა. ქვეყნის თასის ფინალური შეხვედრა რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" შედგა და როგორც მოსალოდნელი იყო, ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. რინოს გუნდმა "ბებერ ქალბატონს" 90 წუთში არ გაატანინა, ის კი არა, რომ არა ჯიჯი ბუფონი, ნეაპოლელებს გასამარჯვებლად პენალტების სერიაც არ დასჭირდებოდათ. საფეხბურთო ლატარეაში ლორენცო ინსინიეც, მატეო პოლიტანოც, ნიკოლა მაქსიმოვიჩიცა და არკადიუშ მილიკიც ზუსტები აღმოჩნდნენ, "ზებრების" მხრიდან კი პაულო დიბალას და დანილოს მიზანმა უმტყუნათ, აარონ რემსისა და ლეო ბონუჩის ზუსტი 11-მეტრიანები კი საკმარისი არ აღმოჩნდა, ამრიგად გადაწმყვეტი პენალტის დარტყმის უფლება ვერც კრიშტიანუ რონალდუმ მოიპოვა. მიუხედავად არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელისა თუ გამოცდილი მწვრთნელისა, "ნაპოლის" ტიტულამდე ბოლო წლებში სულ 1 ნაბიჯი აკლდებოდა, რომელიც გატუზოს მამაცმა ხასიათმა გადადგა და კლუბმა ქვეყნის თასი ისტორიაში მეექვსედ შემართა.

სხვა სტატიები