ტოკიოს ოლიმპიადის 2022 წლისთვის გადატანა განიხილება

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა, შესაძლოა, ორი წლით გადაიტანონ კორონავირუსის ეპიდემიის გამო.

„ამ თემის განხილვას აქტიურად დავიწყებთ აპრილში. არ მგონია, რომ თამაშები შეიძლება გაუქმდეს, მაგრამ გადადება რეალურია. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს დიდი პრობლემები შეექმნება, თუ ჩვენ ამ ღონისძიებას არ ჩავატარებთ“, – თქვა ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ჰარიუკი ტაკაჰაშიმ.

მისი თქმით, ოლიმპიადის ორი წლით გადაწევა – ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება იქნება, რადგან 2021 წლის სპორტული კალენდარი უკვე მთლიანად შედგენილია.

ტოკიოს ოლიმპიადაზ 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.

ამ მომენტისთვის, იაპონიაში ინფიცირებულთა რიცხვი 1277 ადამიანს შეადგენს, გარდაიცვალა 19 ადამიანი.

წყარო: 1tv.ge

(116)

ტოკიოს ოლიმპიადის 2022 წლისთვის გადატანა განიხილება

სტატიის ავტორი
-