Belive

ტომას მიულერი რეკორდმაისტერის რიგებში რეკორდსმენი გახდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
13 დეკემბერს მიუნხენის "ბაიერნი" იოჰან კრუიფ არენაზე, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩში ამსტერდამის "აიაქსს" დაუპირისპირდა. უხვგოლიანი შეხვედრა ძალზედ დრამატული გამოდგა და საბოლოო ანგარიში ფრე - 3:3 დაფიქსირდა. ეს შეხვედრა ტომას მიულერისათვის ჩემპიონთა ლიგაზე 105-ე მატჩი გახლდათ, რაც გერმანული კლუბის რიგებში აქამდე მხოლოდ ფილიპ ლამს ჰქონდა დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ ფილიპ ლამს კარიერის განმავლობაში არცერთი წითელი ბარათი არ მიუღია, მიულერმა კი ძალიან უხეშად ითამაშა და მეორე ტაიმის მიწურულს "სარეკორდო" თამაშიდან გააძევეს. "ბაიერნმა" ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა, მერვედფინალური ეტაპის შეხვედრების კენჭისყრა ორშაბათს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.  

სხვა სტატიები