Belive

ტომას მიულერი ცენტურიონი ხდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი, ტომას მიულერი ცენტურიონი ხდება. იმ შემთხვევაში, თუ ტომას მიულერი 19 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "ბენფიკას" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს - იგი 35-ე ფეხბურთელი გახდება, რომელიც ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე 100 მატჩიან ნიშნულს გადააბიჯებს. ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით, მოქმედ ფეხბურთელებს შორის იკერ კასილასი ლიდერობს (167). ლეგენდარულმა ესპანელმა კიპერმა, "რეალის" მაისურით ჩემპიონთა ლიგის 150 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 17 მატჩში კი კასილასმა "პორტუს" მაისური მოირგო.

სხვა სტატიები