Belive

თომას მიულერის მომავალი ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

თომას მიულერი, რომელიც მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთი უცვლელი ფიგურა გახლდათ, ბოლო დროინდელ "ბაიერნში" აღნიშნულ "იარლიყს" ნადვილად ვეღარ ატარებდა. არაერთ მწვრთნელზე გაბრაზებული მიულერი გუნდის დატოვებას გეგმავდა და ამას არც ჟურნალისტებთან მალავდა, გამომდინარე მისი სათამაშო კლასიდან და არასათამაშო დროიდან. მას შემდეგ, რაც გუნდში ჰანს ფლიკი დაინიშნა მიულერის სიტუაცია ნელა, თუმცა მკვეთრად უკეთესობისკენ წავიდა, გერმანელი გუნდში საკუთარ თავს ახლიდან იმკვიდრებს.

როგორც ჩანს, გერმანული გრანდის მესვეურებმა მოახერხეს თომას მიულერის გუნდში შენარჩუნება და მეტიც, მას ახალი კონტრაქტი გაუფორმეს, რომლის თანახმადაც თომას მიულერი "რეკორდმაისტერში" 2023 წლამდე ითამაშებს. "ეს გუნდი უბრალოდ ჩემი ყოფილი დამსაქმებელი არაა, ის ჩემი სულის ნაწილია", - აცხადებს მიულერი. მიულერი "ბაიერნის" მთავარ გუნდში 2008 წლიდან ირიცხება, მან 343 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 116 გოლს მოუყარა თავი.    

სხვა სტატიები