Belive

სოუჩეკის წითელი ბარათის გამო მსაჯის ოჯახს ემუქრებიან

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის გასულ, 23-ე ტურში, "ფულემმა" "ვესტ ჰემს" უმასპინძლა და მატჩი უგოლო ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩის 97-ე წუთზე, მატჩის მთავარმა მსაჯმა - მაიკ დინმა, მოედნიდან "ვესტ ჰემის" ჩეხი ნახევარმცველი - ტომას სოუჩეკი გააძევა. ეს ფაქტი ძალზედ არ მოეწონათ "ვესტ ჰემის" გულშემატკივრებს და მაიკ დინის მიმართ დიდი პრეტენზია გამოთქვეს. პრემიერ ლიგამ ჩეხ ნახევარმცველს წითელი ბარათი გაუუქმა. მატჩის მთავარმა მსაჯმა - მაიკ დინმა კი პრემიერ ლიგის მესვეურებს თხოვნით მიმართა, რომ შემდეგ ტურში მან არცერთი მატჩი არ განსაჯოს, რადგან მის ოჯახზე "ვესტ ჰემის" გულშემატკივრებისგან დიდი აგრესიაა და სიკვდილით ემუქრებიან. ამ ფაქტზე ბრიტანულმა სამართალდამცავემბა გამოძიება უკვე დაიწყეს, მაიკ დინის ოჯახს კი სამართალდამცავების დიდი რაოდენობა იცავს.

სხვა სტატიები