Belive

ტომას ტუხელი: "ბაიერნი ფენომენალურ ფორმაშია, მათ უფრო დიდი გამოცდილებაც აქვთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ჩასატარებელი შეხვედრის წინ, "პსჟ-ს" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მოლოდინების, განწყობის და საკუთარი გუნდის მზადების შესახებ ისაუბრა. "ამ დროისთვის "ბაიერნი" ფენომენალურ ფორმაშია. ეს არის ახალგაზრდა მოთამაშეთა ნაზავი, რომლებიც მშივრები არიან და ტურნირის მოგება სწყურიათ.  ბევრს ვლაპარაკობ კეილორ ნავასთან, როგორც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან, ასევე გვყავს ანხელ დი მარია და ნეიმარი, რომლებმაც მოიგეს ეს ტიტული.  "ბაიერნისთვის" მცირე უპირატესობა ის არის, რომ ისინი ფინალში ჩვენს მსგავსად პირველად არ არიან და მათ ამ ტურნირის მოგების გამოცდილება აქვთ, თუმცა ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება", - თქვა გერმანლემა სპეციალისტმა. "პსჟ-სა" და "ბაიერნის" დამაინტრიგებელი შეხვედრა 23 აგვისტოს, ლისაბონში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები