Belive

ტომას ტუხელი: "ბაიერნმა ძალიან დააგვიანა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა, L'Equipe-თან საუბრისას განაცხადა, რომ ის შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცი გამხდარიყო, თუმცა მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა პარიზში წასლვა. "ჩემი შესვენების პერიოდში ბაიერნიდან დამიკავშირდნენ, თუმცა ეს უკვე ძალიან გვიანი იყო" - განაცხადა გერმანელმა. მან ასევე დაამატა, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" დატოვების შემდეგ, მას ძალების მოსინჯვა უცხოეთში სურდა. ტუხელმა თავისი სამწვრთნელო კარიერა "აუგსბურგი II"-დან დაიწყო, შემდეგ ხუთი წელი "მაინცის" თავკაცი იყო, სანამ ბორუსიაში მივიდოდა. მას ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა "სიგნალ იდუნა პარკზე" და მან დორტმუნდში ყოფნის პერიოდში თამაშების 63 პროცენტი მოიგო. ის პარიზულ გრანდს სათავეში მიმდინარე წლის ივლიდან ჩაუდგა.

სხვა სტატიები