Belive

ტომას ტუხელი: "გაბედულად ვითამაშეთ, ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ დამარცხების (4:5) შემდეგ, ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.
"ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი გუნდით - ასეთი მატჩები წინსვლის საშუალებას გვაძლევს. "ჩელსიმ" წარმოუდგენელი ხასიათი გამოავლინა. გუნდმა ძალიან გაბედულად ითამაშა და არაჩვეულებრივი დონის ფეხბურთი აჩვენა. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ტაქტიკის არჩევა. დღეს გუნდმა თავისი შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშა, ამიტომ მე ვამაყობ "ჩელსით", - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.
ინგლისის პრემიერ ლიგაში "არისტოკრატები" 30 ტურის შემდეგ დაგროვებული 62 ქულით მესამე პოზიციას იკავებენ და ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 12 ქულით ჩამორჩებიან. შემდეგ შეხვდრას "ლურჯები" ინგლისის ასოციაციის თასის ეგიდით, "კრისტალ პალასთან" 17 აპრილს გამართავს.

სხვა სტატიები