Belive

ტომას ტუხელმა ჩელსის გულშემატკივრები აბრამოვიჩის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგის 28-ე ტურის მატჩში, ლონდონის "ჩელსიმ" სტუმრად "ბარნლი" - 4:0 დაამარცხა. მატჩის დროს, "არისტოკრატების" ზოგიერთმა გულშემატკივარმა კლუბის მფლობელის, რომან აბრამოვიჩის გამხნევება გადაწყვიტა. მატჩის შემდეგ, "ლურჯების" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ზოგიერთი ქომაგის ასეთი საქციელი არ მოიწონა და თქვა, რომ ახლა ამის დრო არ არის.
"ახლა ამის დრო არ არის, თუ სოლიდარობა გამოვხატავთ, ერთად უნდა გამოვხატოთ. ერთად დავიჩოქებთ, თუ ჩვენი კლუბის წარმომადგენელი ადამიანი გარდაიცვლება, პატივისცემას ვავლენთ, ხოლო სხვა მესიჯების გადაცემის დრო არ არის. ჩვენც ამას ვაკეთებთ, რადგან ერთიანი გუნდი ვართ და პატივისცემას გამოვხატავთ. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენმა გულშემატკივრებმა ამ მომენტში მხარი აგვიბას. ჩვენ ამას ვაკეთებთ უკრაინელი ხალხისთვის. ამ სიტუაციასთან დაკავშირებით სხვა აზრი არ არსებობს. მათ ჩვენი მხარდაჭერა აქვთ. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, როგორც კლუბი", - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.
ლონდონის "ჩელსი" ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებული 26 შეხვედრის შემდეგ დაგროვებული 53 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები