Belive

ტომას ვერმაელენი რამდენიმე თვით დაშავდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი, ტომას ვერმაელენი ისევ ტრავმირებულია.  ბელგიელმა მცველმა ტრავმა "ერთა ლიგის" შეხვედრაში, შვეიცარიის წინააღმდეგ მატჩში მიიღო. მან მუხლის მყესები დაიზიანა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 6 კვირას გამოტოვებს. ტომას ვერმაელენი ჰოლანდიასთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. ვერ ითამაშებს ვერც "სევილიას" წინააღმდეგ, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართება. ვერმაელენი საკუთარ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზეც გამოაკლდება და "ინტერთან" თამაშს გამოტოვებს. რაც მთავარია ბელგიელი "ელ კლასიკო"-ში ვერ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 28 ოქტომბერს შედგება. აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" დაცვის ცენტრში პრობლემები აქვს. ტრავმირებულია სამუელ უმტიტიც. ხერარდ პიკე ოპტიმალურ სათამაშო კონდიციასთან შორს არის. ერთადერთი, ვინს შედარებით ნორმალურად გამოიყურება, კლემენ ლენგლეა. "ბარსელონას" მძიმე კალენდარი 20 ოქტომბერს, "სევილიასთან" შეხვედრაში იწყება და ასეთი დაცვის ცენტრის პირობებში, ძალიან გაუჭირდება.

სხვა სტატიები