Belive

ტომაშ როსიცკი პრაღის სპარტას სპორტული დირექტორი გახდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ჩეხი ფეხბურთელი, ტომაშ როსიცკი თანამდებობაზე დაინიშნა. დორტმუნდის "ბორუსიასა" და ლონდონის "არსენალის" ყოფილი მოთამაშე პრაღის "სპარტას" სპორტული დირექტორი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის პრეს-სამსახურმა დაადასტურა. "სპარტას" გენერალურმა დირექტორმა, ფრანტუშეკ ჩუპრმა როსიცკიზე ისაუბრა:
"როსიცკის როლი "სპარტას" განვითარებასა და პროგრესში განსაკუთრებული იქნება. ტომაში უნდა იყოს გასაღები კლუბის მომავალსა და წარმატებაში. ჩვენ მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ".
       

სხვა სტატიები