Belive

ტომაშ ტუხელი: კოპა ამერიკის დაწყებამდე ვიცოდი, რომ ნეიმარს წასვლა სურდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა ტომაშ ტუხელმა განაცხადა, რომ მან კოპა ამერიკის დაწყებამდე იცოდა, რომ ნეიმარს ფრანგული კლუბის დატოვება სურდა. 27 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავის - ნეიმარის მომავალი, ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, როგორც საფეხბურთო სამყაროში ვარაუდობენ, იგი "ბარსელონაში" დაბრუნდება. გუშინ, ამხანაგური მატჩის შემდეგ ( დრეზდენის "დინამო" 1:6 "პსჟ") ტომაშ ტუხელმა ისაუბრა, თუ რატომ არ იყო განაცხადში ნეიმარი, რაზეც მან შემდეგი კომენტარი გააკეტა: "ნეიმარი კლუბს გვიან შეუერთდა, შესაბამისად იგი პრესეზონს გამოტოვებს". "მე ყოველთვის იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ, როდესაც ფეხბურთელი ვარჯშზე აგვიანებს, თუმცა ახლა ყველაფერი ნათელია "პსჟ"-სა და ნეიმარს შორის და ჩვენ ერთად განვაგრძობთ მზადებას" - განაცხადა ტუხელმა.  

სხვა სტატიები