Belive

ტონი კროოსი - ბევრი ტუალეტის ქაღალდი მაქვს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ცნობილია, მთლიანად მადრიდის "რეალი" კარანტინშია. გუნდმა შეწყვიტა, როგორც თამაშები, ასევე ვარჯიში. ფეხბურთელები სახლში არიან გამწესებული და გარეთ არცერთი არ გადის. ამ ყველაფერთან დაკავშირებით გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, მცირე კომენტარი გააკეთა: "კარანტინის გამო მოწყენილი არ ვარ. მე მყავს სახლში სამი შვილი და მათთან ერთად დღეებს შესანიშნავად ვატარებ. ჩვენ ვთამაშობთ სხვადასხვა თამაშებს და ვცდილობთ მაქსიმალურად გავერთოთ. ფეხბურთელებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ოჯახის წევრებთან დიდი დრო გაატარონ. ამ სიტუაციას კი მე იდეალურად ვიყენებ. რამდენჯერმე ვცადე  და ჩემს ცოლს თმის ვარცხნილობა შევუცვალე. არ ვიცი რამდენად კარგი გამოვიდა, ეს თავად მას ჰკითხეთ. ჩემი შვილები ძალიან ბევრ სპაგეტის ჭამენ და მათთვის უამრავი ტუალეტის ქაღალდი მაქვს მომარაგებული." "ასევე მინდა  მივმართო ყველას და ვთხოვო, დაიცვან უსაფრთხოების წესები და შეასრულონ ყველა მითითება, რომლებიც ექსპერტებმა მოგვცეს." ტონი კროოსი მე-2 მადრიდელია, ვინც მედიას ესაუბრა. პირველი სერბი ფეხბურთელი ლუკა იოვიჩი გახლდათ. "სამეფო კლუბის" ახალწვეული მედიას მაშინ ესაუბრა, როდესაც კორონავირუსის ტესტი გაიკეთა და შედეგი უარყოფითი იყო.

სხვა სტატიები