Belive

ტონი კროოსი: "ვარანი არაფერ შუაშია" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტისთან", ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ორივე მატჩის წაგების (2:1, 2:1) შემდეგ, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა თანაგუნდელი რაფაელ ვარანი დაიცვა, რომელმაც "ქალაქელებს" ორი გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა და ვინც მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს კრიტიკის ეპიცენტრში მოექცა. "ჩვენ პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ და მეტოქეს გოლის გატანის შესაძლებლობა მივეცით. ამის შემდეგ, ცხადია, თამაშის სცენარის საჩვენოდ შემოტრიალება ძალიან გართულდა. ვარანი? მას შესანიშნავი სეზონი აქვს და ვფიქრობ, რომ კონკრეტულად მისი ბრალი არაფერი არ არის. მე მინდა, რომ ყველა შესაძლო ტიტული მოვიგო. ამ მომენტში გულგატეხილი ვარ და დასვენება მჭირდება. ტურნირის დარჩენილ ნაწილს ალბათ არც ვუყურებ", - თქვა გერმანელმა ფეხბურთელმა.

სხვა სტატიები