Belive

ტონი კროოსმა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. გერმანელი ფეხბურთელი "სამეფო კლუბში" 2023 წლამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია მადრიდელთა პრეს სამსახურმა გაავრცელა. 29 წლის კროოსი "რეალში" 2014 წლიდან თამაშობს. "ბლანკოსის" შემადგენლობაში მან 233 თამაში ჩაატარა და 13 ბურთის გატანა შეძლო. მადრიდის "რეალში" მწვრთნელსა და გარეთ ბეილს შორის მცირე დაპირისპირებაა. "ლა ლიგის" 28-ე ტურის შეხვედრაში გუნდმა საკუთარ მოედანზე "ბეტისთან" 0:2 წააგო. არ უთამაშიე ბეილს. შეხვედრის შემდეგ კი ზიდანმა განაცხადა, რომ მეოთხე ცვლილებაც რომ ჰქონოდა, ბეილს მაინც არ ჩართავდა თამაშში.

სხვა სტატიები