Belive

TOP 10 მარჯვენა მცველი დღევანდელ ფეხბურთში

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
მარჯვენა მცველის პოზიცია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ფეხბურთში. ამ რგოლის ფეხბურთელზე, საკუთარი გუნდის დაცვასთან ერთად, თავდამსხმის ეფექტურობაცაა დამოკიდებული. ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, FourFourTwo-მ, დღევანდელი ფეხბურთის TOP 10 მარჯვენა მცველი გამოავლინა

10. ტომას მუნიე

uMeyYiKBdKNsc32duQsEm6-970-80
"პსჟ"-ს მარჯვენა მცველი წელს ტრავმებმა შეაწუხა. მუნიეს მიმდინარე ლიგა 1-ში მხოლოდ 1 ასისტი აქვს, თუმცა მისი სათამაშო ინტელექტი, დაცვითი დისციპლინა, შრომისმოყვარეობა, კარგი ჩაწოდება და თავით თამაში გუნდისთვისა და ნაკრებისთვის სასარგებლოა.

9. ნელსონ სემედო

პორტუგალიელი "ბარსელონას" 2017 წელს 35 მილიონ ევროდ შეუერთდა. სიჩქარემ და სწრაფმა ფეხებმა სემედო "ბლაუგრანას" ექსტრა თავდამსხმელად აქცია.

8. დანი კარვახალი

2018/19 წლების რთული და ტრავმიანი სეზონის შემდეგ, კარვახალი თავის ადგილს უბრუნდება. შეამჩნევია, რომ ჩემპიონთა ლიგის 4-გზის გამარჯვებული უფრო მსუბუქი და ფოკუსირებულია. კარვახალს ტაქტიკური დისციპლინა და გამძლეობა აძლევს წინ წასვლის საშუალებას ისე, რომ ამან ესპანელის დაცვით პასუხისმგებლობას ხელი არ შეუშალოს.

7. ბენჟამენ პავარი

მსოფლიო ჩემპიონი "ბაიერნმა" "შტუდგარტიდან" იმისთვის დაიმატა, რომ ჯოშუს კიმიხს ნახევარდაცვაში გადაწევის შესაძლებლობა ჰქონოდა. კარგი ვარდნებითა და სუფთა თამაშით პავარი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის კოშმარია.

6. რიკარდო პერეირა

პორტუგალიელი მარჯვენა მცველი "ლესტერმა" 2018 წელს 22 მილიონად შეიძინა. პერეირა ღირებულებას შესანიშნავი თამაშით ამტკიცებს. აღსანიშნავია, რომ რიკარდოს მიმდინარე პრემიერლიგაში ყველაზე მეტი ვარდნა აქვს გაკეთებული.

5. აშრაფ ჰაკიმი

მაროკოელი "დორტმუნდის ბორუსიაში" იჯარის წესით თამაშობს. 21 წლის ჰაკიმი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ის,  ახალგაზრდებში, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. გერმანიაში გადასვლის შემდეგ აშრაფს 14 ასისტი და 5 გოლი აქვს.

4. კაილ უოლკერი

პეპ გვარდიოლას გუნდის ფეხბურთელს ის ყველაფერი აქვს, რაც ამ პოზიციაზე სათამაშოდ საჭიროა - სისწრაფე, გამძლეობა, დისციპლინა და ძალა. ახლა გასაგებია, თუ როგორ გახდა უოლკერი ყველაზე ძვირადღირებული მცველი 2017 წელს, როცა "სპურსს" ინგლისელის სანაცვლოდ "სიტიმ" 50 მილიონი გადაუხადა.

3. აარონ ვან-ბისაკა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს ერთი ერთზე თამაშის მხრივ ახასიათებენ, როგორც ყველაზე ძლიერს. ვან-ბისაკას, ევროპის მასშტაბით, წარმატებული ვარდნების ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს - აარონმა დაპირისპირების 84.5% მოიგო. ტექნიკური, ძლიერი, სწრაფი და თავდაჯერებით სავსე ინგლისელი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

2. ჯოშუა კიმიხი

გერმანელი ფეხბურთელი თავისუფლად გამოთქვამდა პრეტენზიას საუკეთესო მარჯვენა მცველობაზე, მისთვის პოზიცია რომ არ შეეცვალათ. კიმიხს, ამჟამად, "ბაიერნის" საყრდენი ზონის კონტროლი ევალება. ჯოშუას შესანიშნავად შეუძლია თამაშის წაკითხვა, თუმცა სხვებისგან ის მაინც შეტევითი ეფექტურობით გამოირჩევა. კიმიხს 200 მატჩში 42 ასისტი მოუგროვდა და ამასთან ერთად, 21 გოლი აქვს გატანილი.

1. ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი

"ლივერპულის" მარჯვენა მცველი 21 წლისაა, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ის ერთ-ერთი გამორჩეულია. მიმდინარე პრემიერლიგაში გაკეთებული 12 ასისტით ტრენტი მხოლოდ დე ბრუინს ჩამორჩება და მერსისაიდული კლუბის შეუცვლელი წევრია.  

სხვა სტატიები