Belive

Top-10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ თუ ლეო მესი? უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე აღნიშნულთან დაკავშირებით ცხარე დებატები არ წყდება. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტის სუპერვარსკვლავის ტიტულისათვის მესი და რონალდუ იბრძვიან, Transfermarkt-ის ათ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორის ერთი მათგანი ვერ მოხვდა - მეორემ კი მე-8 ადგილი დაიკავა. ფეხბურთელის ფასს მრავალი ფაქტორი განაპირობებს - ასაკი, კონტრაქტის ხანგრძლივობა, კლუბი და ნაკრების მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობა იმ კრიტერიუმთა არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება განისაზღვრება. 10. ანტუან გრიზმანი - "ბარსელონა" £113 მილიონი 9. ჯეიდონ სანჩო - "დორტმუნდი" £113 მილიონი 8. ლეო მესი - "ბარსელონა" £132 მილიონი 7. კევინ დე ბრუინე - "მანჩესტერ სიტი" £141 მილიონი 6. ჰარი კეინი - "ტოტენჰემი" £141 მილიონი 5. მოჰამედ სალაჰი - "ლივერპული" £141 მილიონი 4. სადიო მანე - "ლივერპული" £141 მილიონი 3. ნეიმარი - "პსჟ" £151 მილიონი 2. რაჰიმ სტერლინგი - "მანჩესტერ სიტი" £151 მილიონი 1. კილიან მბაპე - "პსჟ" £189 მილიონი
Untitled

სხვა სტატიები