Belive

ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო 5 მეკარე

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მიმდინარე საფეხბურთო სეზონი მთელი ევროპის მასშტაბით საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. ტოპ 5 ჩემპიონატში ვითარება ძალიან დაძაბულია.  მეკარეებს ბევრი საქმე აქვთ, რაც ფეხბურთს უფრო ლამაზს ხდის. გთავაზობთ ტოპ 5 ჩემპიონატის 5 საუკეთესო მეკარეს დღევანდელი მონაცემების მიხედვით.

#5 დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი)

ესპანელი მეკარე, როგორც ყოველთვის კარგ ფორმაშია, თუმცა მცირე შეცდომები აქვს. მსოფლიოს ჩემპიონატზე დე ხეამ მხოლოდ ერთი სეივი გააკეთა და 6 ბურთი გაუშვა. მიმდინარე სეზონში კი, "მანჩესტერ იუნაიტედი" ბევრ ბურთს უშვებს. ამიტომაც, დავიდ დე ხეა მეხუთე პოზიციაზეა. 9 თამაშში ესპანელმა საკუთარ კარში 16 ბურთი მიიღო.
 

#4 სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი)

მეოთხე პოზიციას მილანის "ინტერის" კარის დარაჯი იკავებს. წინა სეზონში სლოვენიელი მეკარე ათეულშიც შეიძლება ვერ შესულიყო, თუმცა მიმდინარე სეზონში "ნერაძური" კარგად გამოიყურება. ბოლო 8 შეხვედრაში 7 მოგება აქვს და ამიტომაც, ჰანდანოვიჩი მეოთხე პოზიციაზეა. "სერია ა"-ს 9 ტურში ჰანდანოვიჩმა 6 ბურთი გაუშვა.
 

#3 ალისონ ბეკერი (ლივერპული)

ბრაზილიის ნაკრებისა და "ლივერპულის" მეკარე მიმდინარე სეზონში მოწოდების სიმაღლეზეა. მერსესაიდულმა კლუბმა ალისონი ზაფხულში შეიძინა და კარიუსის შემდეგ, ნამდვილად გაძლიერდა. ალისონმა პრემიერლიგაში, 810 წუთში მხოლოდ სამი ბურთი გაუშვა.
 

#2 მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა)

გერმანელი მეკარე მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა. ტერ შტეგენი საოცარ ფორმაშია და გუნდის ლიდერიცაა. "ბარსელონამ" "ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში 11 ბურთი გაუშვა, თუმცა რომელიმეში მეკარის დადანაშაულება რთულია, პირიქით. ახალგაზრდა კარის დარაჯმა ბოლო ტურში, "სევილია"-სთან შეხვედრაში სასწაულები ჩაიდინა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საკუთრი გუნდი ქულების დაკარგვას გადაარჩინა. დღეს ტერ შტეგენი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ესპანეთის ჩემპიონატში მან უკვე 24 სეივის გაკეთება მოასწრო.
 

#1 იან ობლაკი (მადრიდის ატლეტიკო)

ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე კი სლოვენიელი იან ობლაკი გახდა. მადრიდის "ატლეტიკოს" კარის დარაჯი ბოლო რამდენიმე სეზონია "ლა ლიგა"-ში ყველაზე ცოტა ბურთს უშვებს. მიმდინარე სეზონში ობლაკმა 9 შეხვედრაში მხოლოდ 5 ბურთი მიიღო. ის სტაბილური და დამაჯერებელი თამაშით გამოირჩევა. ასე რომ შემთხვევით არ არის პირველ პოზიციაზე.
   

სხვა სტატიები