Belive

TOP 5 - ყველაზე შედეგიანი მეკარეები ფეხბურთის ისტორიაში

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საფეხბურთო სამყაროს მრავლად ახსოვს ისეთი შემთხვევები, როდესაც მეკარეები თავიანთ გუნდებში გოლის გამტანის ფუნქციასაც ასრულებენ. Givemesport-მა ასეთი მოთამაშეები გაიხსენა და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მეკარეები გამოარჩია.

5. ჯონი ვეგას ფერნანდესი - 39 გოლი პერუელმა მეკარემ კარიერაში 30 პენალტი გაიტანა, თამაშიდან კი თავი 9-ჯერ გამოიჩინა. ფერნანდესი გამორჩეული სხვა მხრივაც იყო - 13 წელში მან გუნდი 14-ჯერ შეიცვალა.

4. რენე იგუაიტა - 41 გოლი კოლუმბიელი მეკარის "მორიელი სეივი" ჩვენთვის საკმაოდ ცნობილია. რაც შეეხება გოლებს, იგუაიტა შეტევაშიც შესანიშნავად გამოიყურებოდა - ის ბრწყინვალედ ასრულებდა პენალტებსა და ჯარიმებს. აღსანიშნავია, რომ რენემ კოლუმბიის ნაკრებში თავი 3-ჯერ გამოიჩინა.

3. დიმიტარ ივანკოვი - 42 გოლი ერთადერთი ევროპელი ამ სიაში. ბულგარელი მეკარე მშობლიურ "სოფიას" შემადგენლობაში 9 წლის განმავლობაში იტანდა გოლებს, თავის გამოჩენა კი 2006 წლიდან თურქეთში გააგრძელა.

2. ხოსე ლუის ჩილავერტი - 67 გოლი ის ერთადერთი მეკარეა ფეხბურთის ისტორიაში, ვინც ჰეთ-თრიქი შეასრულა. პარაგვაელმა ფეხბურთელმა "ველესში" თამაშის პერიოდში, 2 სეზონის განმავლობაში 23 გოლის გატანა მოახერხა.

1. როჟერიო სენი - 131 გოლი სენი 21 გოლით "სან პაოლოს" ყველა დროის 10 ყველაზე შედეგიან ფეხბურთელს შორისაა. ბრაზილიელმა მეკარემ მხოლოდ 2005 წელს 37 ბურთი გაიტანა. ასევე აღსანიშნავია, რომ როჯერიო პენალტების გარდა ჯარიმებსაც შესანიშნავად ასრულებდა - ამის დასტური 61 გატანილი საჯარიმოა.  

სხვა სტატიები