Belive

ტოპ 5 საუკეთესო შემტევი ტრიო პრემიერ ლიგის ისტორიაში

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
პრემიერ ლიგის ისტორიაში არაერთ საოცარ ფეხბურთელს უთამაშია და წარუშლელი კვალიც დაუტოვებია. წლების განმავლობაში ფეხბურთელები ქმნიდნენ შესანიშნავ დუეტებს, ტრიოს და ა.შ დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ტოპ 5 საუკეთესო შემტევ ტრიოს პრემიერ ლიგის ისტორიაში. 5. რობენი, დაფი, დიდიე დროგბა - "ჩელსი" ჟოზე მოურინიოს "ჩელსის" პირველ წლებში, დროგბა რობენი და დემიენ დაფი უდიდეს ძალას წარმოადგენდნენ. შეტევა ფაქტიურად მათზე იყო აწყობილი და ყველაფერს სწორედ ეს სამი ფეხბურთელი აკეთებდა. სამწუხაროდ დაფი და რობენი ხშირად იღებდნენ ტრავმას და ამ ტრიოს ერთად ბევრი თამაში არ გამოსდიოდა, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს და 27 ერთად ჩატარებული თამაშიდან 25 მოიგეს, რაც ნამდვილად კარგი შედეგია.
1
4. სტერლინგი, სანე, აგუერო - "მანჩესტერ სიტი" ჩამოთვლილმა ფეხბურთელებმა ბოლო წლების განმავლობაში, საოცარი შედეგი აჩვენეს. ამ ტრიომ შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა 2017 წლიდან 2019 წლის ჩათვლით და სწორედ ეს პერიოდი ითვლება "ქალაქელების" დომინაციად პრემიერ ლიგაში.
3. რობერტ პირესი, დენის ბერგკამპი, ტიერი ანრი - "არსენალი" ლეგენდარული ტრიო. ტრიო, რომელმაც პრემიერ ლიგა ისე მოიგო, რომ არცერთ შეხვედრაში არ დამარცხდა. სამეულმა ერთად ჯამში 128 თამაში ჩაატარეს და 272 გოლი გაიტანეს.
2. მოჰამედ სალაჰი, რობერტო ფირმინო, სადიო მანე - "ლივერპული" თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული შემტევი ტრიო. მანე და სალაჰი მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს ფლანგებიდან უტარებენ სამაგალითო გაკვეთილს, ფირმინო კი ცენტრალური თავდამსხმელის ფუნქციებს ითვისებს. ბრაზილიელი ასევე "ფლეიმეიკერის" როლსაც ასრულებს და ხშირად საგოლე გადაცემის ავტორი, სწორედ ფირმინო გახლავთ. ტრიომ ჯამში 81 შეხვედრა ჩაატარა ერთად და 178 გოლის გატანა მოახერხა, რაც ნამდვილად შესანიშნავი შედეგია.
1. კრიშტიანუ რონალდი, უეინ რუნი, კარლოს ტევესი - "მანჩესტერ იუნაიტედი" ეს სამი ფეხბურთელი ერთად, რაღაც განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ. 2007/2008 წლის სეზონში, მათ ერთად 79 გოლი გაიტანეს და 30 საგოლე გადაცემა შეასრულეს. ხსენებულ სეზონში მათ მოიგეს როგორც პრემიერ ლიგა, ასევე ჩემპიონთა ლიგაც. სამწუხაროდ 2009 წელს ტევესმა "იუნაიტედი" დატოვა. ჯამში მათ ერთად 42 შეხვედრა ჩაატარეს და 93 გოლის გატანა მოახერხეს. საშუალოდ ერთ მატჩში ისინი 2.21 გოლს იტანდნენ.

სხვა სტატიები