Belive

ტორესმა კარიერა დაასრულა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანელმა თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ტორესმა პროფესიონალური კარიერა 2001 წელს "ატლეტიკოში" დაიწყო, სადაც 2007 წლამდე ითამაშა. 2007 წლიდან კი "ლივერპულში" გადავიდა და საოცარი სეზონები ჩაატარა. მან ასევე "მილანისა" და "ჩელსის" მაისურიც მოირგო. ბოლოს კი იაპონურ "საგან ტოსუში" თამაშობდა.
"18 სეზონის შემდეგ, დრო დადგა, კარიერა დავასრულო" - დაწერა ტორესმა საკუთარ ტვიტერზე.
ტორესი იაპონურ კლუბში შარშან ზაფხულში ჩაირიცხა. მან ჯეი-ლიგაში შვიდი მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. ესპანელმა თავდამსხმელმა "ჩელსის" რიგებში ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და ინგლისის თასი მოიგო, "ატლეტიკოს" შემადგენლობაში კი ევროპა ლიგაზე იმარჯვა. ტორესი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2008 და 2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები