Belive

ტორონტოს ვარჯიშისას მოედანზე ალიგატორი გამოჩნდა (ვიდეო)

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კანადური "ტორონტო" კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის ემზადებოდა, რა დროსაც მოულოდნელად მინდორზე ალიგატორი გამოჩნდა. "განსაკუთრებული სტუმარი" - ასე ასათაურებს ფლორიდული გუნდი სოციალურ ქსელში განთავსებულ ფოტოს.

დაუპატიჟებელი სტუმრის გამოჩენამ ვარჯიშზე "ტორონტოს" მწვრთნელი განსაკუთრებით შეაშინა. კრის არმასი ალიგატორის დანახვისთანავე გაიქცა, ხოლო ფეხბურთელებმა ფოტოების გადაღება დაიწყეს.
"რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ეს იყო ალიგატორი, დიდი ალიგატორი. ჩემი ფეხბურთელები მისკენ გაიქცნენ, მე კი საპირისპირო გზაზე გადავედი. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ არაფერს უნდა შევუშინდეთ და ვიყოთ აგრესიულები, მაგრამ ამ მომენტში ამას ნამდვილად არ მოველოდით. ასეა, როდესაც ფლორიდაში, წყალთან ახლოს ხარ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებისთვის ალიგატორის ახლოს ნახვა კარგი იყო, ვარჯიშის დასაწყებად ეს მაგარი გზა გამოდგა," - თქვა "ტორონტოს" მთავარმა მწვრთნელმა.

სხვა სტატიები