Belive

ტორპედო მეორე ლეგიონერს იმატებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
განახლებულ ქუთაისის "ტორპედოს" მორიგი ახალწვეული ჰყავს. იმერულ გუნდსა და  ნახევარმცველ, ივან ბობკოს შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უკრაინელი ფეხბურთელი მომდევნო სეზონში "ტორპედოს" შემადგენლობაში ითამაშებს. 29 წლის უკრაინელი ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ქუთაისელებთან კონტრაქტს გააფორმებს. ბობკოს ბოლო კლუბი ყაზახური "ოკჟეპეტსი" იყო, მანამდე ის "დებრეცენში", "ჩერნომორეცსა" და "მეტალისტში" თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ ივანის სატრანსფერო ღირებულება 2014 წელში 1.2 მილიონ ევროს შეადგენდა. შეგახსენებთ, რომ ბობკომდე "ტორპედომ"  სერბი ნახევარმცველი, ვანია მარკოვიჩიც დაიმატა.

სხვა სტატიები