Belive

ტორპედო ფეხზე დგება: 8 ახალი ფეხბურთელი და პირველი ვარჯიში 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქუთაისის "ტორპედომ" მძიმე პერიოდი გადალახა. თითქმის ერთწლიანი სირთულეების შემდეგ, საქართველოს 2017 წლის ჩემპიონს ახალი ინვესტორი გამოუჩნდა. იმერულ კლუბში იტალიელი პრეზიდენტის ფაბიო მანინის დანიშვნიდან უმოკლეს პერიოდში "ტორპედომ" გუნდის შევსებასა და გაძლიერებაზე ზრუნვა დაიწყო. ამიერიდან, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მაისურს დემეტრე ბულისკერია, ირაკლი ძარია, ცოტნე ნადარაია, ბაქარ მირცხულავა, ზაზა ციცქიშვილი, ლაშა კასრაძე, გიორგი ფანცუალაია და ოთარ კობახიძე მოირგებენ. ძარია, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხოეთში თამაშობდა, ბოლოს მალტის "ვალეტაში" ირიცხებოდა, ხოლო ლაშა კასრაძე ყაზახურ "თარაზში" გამოდიოდა. ოთარ კობახიძე "ტორპედოს" რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, ხოლო ნადარაია 2019 წლის სეზონში ქუთაისურ კლუბში იჯარის წესით თამაშობდა. ტრანსფერების შემდეგ, "ტორპედო" უკვე შეიკრიბა და მიხეილ აშვეთიას ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიშიც გამართა.

სხვა სტატიები