Belive

ტორპედო ქართველმა და უცხოელმა ფეხბურთელებმა დატოვეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქუთაისის "ტორპედო", რომელსაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, ორმა ფეხბურთელმა დატოვა. ამიერიდან, კახაბერ ჩხეტიანის გუნდის როგებში აღარ ითამაშებს მერაბ გიგაური. 26 წლის ნახევარმცველმა "ტორპედოში" ბოლოჯერ დღეს ბათუმის "დინამოსთან" მატჩში (2:2) ითამაშა. ქუთაისური კლუბი ასევე დატოვა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, რიჩარდ ლუკამ. ამასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ტორპედოს" შემადგენლობაში აღარ ირიცხება უკრაინელი ცენტრალური მცველი, ოლეკსანდრ აზაცკი. შეგახსენებთ, რომ ჩხეტიანის გუნდს ივლისში საქართველოს სახელით ევროპა ლიგაზე აქვს სათამაშო.

სხვა სტატიები