ტოტენჰემი 1:2 ლივერპული (მიმოხილვა)

ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “ტოტენჰემი” – “ლივერპულს” დაუპირისპირდა. “უემბლიზე” გამართული მატჩი, “ტოტენჰემის მარცხით, ანგარიშით 1:2 დასრულდა.

მერსისაიდული გრანდი ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს. იურგენ კლოპის გაწვრთნილი გუნდი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და ინგლისის პრემიერლიგის ზედიზედ მე-5 ტურში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

18 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართი მატჩის წინ, რომელშიც “ლივერპული” – “პსჟ”-ს უმასპინძლებს, მერსისაიდელებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს და საბრძოლო განწყობა ასმაგად აიმაღლეს.

 

(1536)

სტატიის ავტორი
-