Belive

ტოტენჰემი-ბარსელონა (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა გაიმართება "უემბლიზე", რომელშიც ერთმანეთს "ტოტენჰემი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან.  შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება, თუმცა ინგლისელთა ტრავმიანობა უფრო თვალშისაცემია. "ტოტენჰემს" ტრავმების გამო გუნდის ლიდერები, დელე ალი და სერჟ ორიე გამოაკლდა. საეჭვოა კრისტიან ერიკსენის თამაშიც. დანიელმა ნახევარმცველმა "ჰადერსფილდთან" შეხვედრაში დაზიანება მიიღო და წინასამატჩო ვარჯიში გამოტოვა. ვარჯიშზე არ იყვნენ არც იან ვერტონგენი და მუსა დემბელე. გუნდს დაუბრუნდა უგო ლორისი და ის დღეს ითამაშებს. დანაკლისი აქვს "ბარსელონასაც". პირველ ტურში "პსვ"-ს წინააღმდეგ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო სამუელ უმტიტიმ. გარდა დისკვალიფიკაციისა, ფრანგმა მცველმა ტრავმაც მიიღო და საკუთარ გუნდს რამდენიმე თვე ვერ დაეხმარება. ვერ ითამაშებს სერხი რობერტო. მას ფეხის ტრავმა აწუხებს. მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ კი განაცხადში ახალწვეული მალკომი საერთოდ არ შეიყვანა. ჩემოპიონთა ლიგის B ჯგუფში "ბარსელონას" და ტოტენჰემის" გარდა "ინტერი" და "პსვ" თამაშობენ. პირველ ტურში კატალონიურმა კლუბმა 4-0 გაანადგურა "პსვ", ხოლო "ტოტენჰემმა" 2-1 წააგო "ინტერთან". ჯგუფს 3-3 ქულით სწორედ "ბარსა" და "ინტერი" ლიდერობენ. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს. "ბარსელონას" და "ტოტენჰემს" ერთმანეთში უეფას ეგიდით ორი მატჩი აქვთ ჩატარებული. ერთი "ბარსელონამ" მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 2:1 - ესპანელთა სასარგებლოდ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლის შემდეგ "ბარსელონას" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად მხოლოდ ლიონელ მესის გააქვს. "ტოტენჰემისა" და “ბარსელონას” დაპირისპირება 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები