Belive

ტოტენჰემი - ჩელსი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საფეხბურთო სამყარო ინგლისის საფეხბურთო ლიგის ნახევარფინალების მოლოდინშია.  დღეს, 8 იანვარს ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართება. "მანჩესტერ სიტი" საკუთარ მოედანზე "ბარტონს" შეხვდება. მთავარი მატჩი კი "უემბლიზე" შედგება, სადაც ლონდონურ დერბიში "ტოტენჰემი" "ჩელსის" დაუპირისპირდება. "ტოტენჰემი" კარგ ფორმაშია, თუმცა ნახევარფინალამდე მოსვლა გუნდს ჯერ კიდევ 1/16 ფინალში გაუჭირდა. სწორედ ამ ეტაპიდან ჩაერთო გათამაშებაში. მეთექვსმეტედ ფინალში "უოტფორდს" დაუპირისპირდა და მატჩი ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. "ტოტენჰემმა" მეტოქის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ თერთმეტ მეტრიანების სერიაში შეძლო და მერვედფინალში გავიდა. ამ ეტაპზე ლონდონელთა მეტოქე თანაქალაქელი "ვესტ ჰემი" იყო. "დეზებმა" "ჩაქუჩები" უპრობლემოდ, 3:1 დაამარცხეს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც ისევ ლონდონურ კლუბს, ამჯერად "არსენალს" შეხვდნენ. "ტოტენჰემმა" "მეთოფეებიც" დაამარცხა, ანგარიშით 2:0. აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპი ერთ თამაშიანი იყო. ნახევარფინალი კი ორ მატჩიანია. ინგლისის საფეხბურთო ლიგის თასზე, "ტოტენჰემის" გამორჩეული მოთამაშეები დელე ალი და სონი იყვნენ, რომლებმაც გოლების გატანა შეძლეს. რაც შეეხება "ჩელსის", "არისტოკრატები" გათამაშებაში "ტოტენჰემის" მსგავსად 1/16 ფინალიდან ჩაებნენ. მეთექვსმეტედ ფინალში "ჩელსის" მეტოქე "ლივერპული" იყო. ლონდონელებმა მეტოქეს 2:1 მოუგეს. მერვედფინალში "დერბი ქაუნთს" დაუპირისპირდნენ და 3:2 დაამარცხეს. ეს თამაში მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ "დერბის" მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდია, რომელიც "ჩელსის" ლეგენდაა და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამოიყვანა გუნდი მოედანზე. მეოთხედფინალში ლონდონელები უკვე "ბორნმუთს" შეხვდნენ და მინიმალური სხვაობით, 1:0 მოუგეს. როგორც ხედავთ, "ჩელსიმ" ყველა შეხვედრა ბრძოლაში მოიგო, რასაც ვერ ვიტყვით "ტოტენჰემზე". "არისტოკრატებს" ლიდერად, რა თქმა უნდა, ედენ აზარი მოევლინათ, რომელმაც 2 გოლი გაიტანა. აღსანიშნავის ის ფაქტი, რომ "დერბისთან" შეხვედრაში სამი გატანილი ბურთიდან ორი მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა. ინგლისის საფეხბურთო ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება "ტოტენჰემსა" და ჩელსის" შორის დღეს, 8 იანვარს 00:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი კი 22 იანვარს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები