Belive

ტოტენჰემი და იუვენტუსი დიბალას თაობაზე შეთანხმდნენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ტოტენჰემი" და "იუვენტუსი" დიბალას ტრანსფერის თაობაზე შეთანხმდნენ. მიღწეული შეთანხმების შედეგად, "სპურსი" პაულო დიბალას სანაცვლოდ £64.4 მილიონს გადაიხდის. "ბიანკონერისთან" მიღწეული შეთანხმების შემდეგ, "ტოტენჰემის" მესვეურები დიბალას წარმომადგენლებთან მართავენ მოლაპარაკებებს. 25 წლის არგენტინელი ვარსკვლავის შეძენას "მანჩესტერ იუნაიტედი" ცდილობდა - თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" დიბალას გაფორმება გადაიფიქრეს. იტალიური და ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “იუვენტუსი” რომელუ ლუკაკუსა და პაულო დიბალას გაცვლის თაობაზე პრაქტიკულად შეთანხმებულები იყვნენ – თუმცა ტრანსფერი არ განხორციელდა. ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი არგენტინელი ვარსკვლავის მოთხოვნები გახდა. წყაროს მტკიცებით, პაულო დიბალა წლიური ანაზღაურების სახით 18 მილიონ ფუნტს ითხოვდა. ასევე, კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, დიბალას აგენტს 13 მილიონი ფუნტი უნდა მიეღო. “ბიანკონერის” არგენტინელი ვარსკვლავის მოთხოვნები “წითელი ეშმაკებისათვის” მიუღებელი აღმოჩნდა.

სხვა სტატიები