Belive

ტოტენჰემი - ლივერპული (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის ცენტრალური შეხვედრა, 15 სექტემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე, "უემბლიზე" გაიმართება. "ტოტენჰემი" - "ლივერპულის" დაპირისპირებას, სრულიად საფეხბურთო სამყარო განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება. გახსნილი, შემტევი და უხვგოლიანი მატჩები - სწორედ ასეთ სანახაობრივ ფეხბურთს მიაჩვია "ტოტენჰემმა" და "ლივერპულმა" გულშემატკივარი და დღესაც სწორედ ასეთი მატჩის მოლოდინია. ორ გუნდს შორის გამართული დაპირისპირებები ყოველთვის დრამატული და უხვგოლიანია. მიმდინარე სეზონი, "ლივერპულისთვის" გაცილებით უფრო კარგად დაიწყო. მერსისაიდელებმა საწყის 4 ტურში დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს და მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს. "ტოტენჰემი" კი 3 მოგებული შეხვედრის შემდეგ, "უოტფორდთან" დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ იურგენ კლოპის გაწვრთნილ გუნდს საკმაოდ მძიმე მატჩები ელის. სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში "ლივერპულს" ზედიზედ 7 ურთულესი მატჩი აქვს ჩასატარებელი, რომელიც სწორედ რომ "ტოტენჰემთან" დაპირისპირებით იწყება. იურგენ კლოპსა და კომპანიას რთული მისია აკისრიათ. სწორედ ამ მატჩებში ნაჩვენები რეზულტატით, მერსისაიდელთა საჩემპიონო შანსები გამოვლინდება. ურთიერთშეხვედრებში, "ლივერპული" სოლიდური უპირატესობით სარგებლობს. ორ გრანდს შორის გამართული უკანასკნელი 10 შეხვედრიდან, 5 მერსისაიდელთა გამარჯვებით, ხოლო 4 ფრედ დასრულდა. "ტოტენჰემმა" მხოლოდ 1 შეხვედრაში შეძლო "ლივერპულის" დამარცხება.

სხვა სტატიები