Belive

ტოტენჰემი თავისუფალ აგენტებზე ნადირობს - რუსეთის ნაკრების ფორვარდი პრემიერლიგას უახლოვდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემი" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. ინგლისური პრესის თანახმად, ლონდონური კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არტიომ ძიუბა იქნება. გარდა გამოცდილი რუსი ფორვარდისა, "დეზების" კიდევ ერთი მოსალოდნელი ტრანსფერი "პსჟ-ს" მცველის ტომას მუნიეს დამატება იქნება. ორივე ფეხბურთელს საკუთარ კლუბთან კონტრაქტი უახლოეს დღეებში ეწურება და ჟოზე მოურინიოს მათი დამატება დანახარჯის გარეშე შეეძლება. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო, ბაზარზე თავისუფალ აგენტებზე დიდი ნადირობა გაიმართება, "ტოტენჰემს" კი სურს, რომ ამ მოედნიდან გამარჯვებული გამოვიდეს. "ზენიტის" და რუსეთის ნაკრების გოლეადორის მიმართ ინტერესი ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონს ჯერ კიდევ ზამთარში გაუჩნდა, როცა გუნდი ტრავმირებული ჰარი კეინის შემცვლელს ეძებდა. 31 წლის ფეხბურთელი "ზენიტში" 2015 წელს, მოსკოვის "სპარტაკიდან" გადავიდა და 167 მატჩში 67 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები