Belive

ტოტენჰემი Vs. აიაქსი (პრევიუ)

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე დღეს პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება. ლონდონში, "ტოტენჰემ ჰოტსპურს სთეიდიუმზე" ადგილობრივი "ტოტენჰემი" ამსტერდამის "აიაქსს" უმასპინძლებს. ფეხბურთის გულშემატკივარი ამ ეტაპზე "იუვენტუსი" "სიტის" დაპირისპირებას ელოდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. "ტოტენჰემმა" და "აიაქსმა" მრისხანე მეტოქეები დამაჯერებლად დაამარცხეს და დამსახურებულად გავიდნენ ნახევარფინალში.

დანაკლისი

დღევანდელ დაპირისპირებაში დანაკლისის მხრივ "ტოტენჰემის" მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. გუნდს ლიდერი და კაპიტანი, ჰარი კეინი ტრავმის გამო დააკლდება. ასევე ტრავმირებულები არიან სერჟ ორიე, ერიკ ლამელა და ჰარი ვინკსი. საეჭვოა სისოკოს თამაშიც. რაც შეეხება სონს, კორეელი შემტევი დისკვალიფიცირებულია და დღეს საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება. რაც შეეხება "აიაქსს, გუნდი ლონდონში დანაკლისის გარეშე, ოპტიმალური შემადგენლობით ჩავიდა.

რატომ გავა "ტოტენჰემი"?

მიუხედავად იმისა, რომ "ტოტენჰემს" პირველ მატჩში დიდი დანაკლისი აქვს, გუნდს რა თქმა უნდა ფინალში თამაში შეუძლია. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
  • "ტოტენჰემმა" მეოთხედფინალში გამოაჩინა ის ბრძოლისუნარიანობა, რომლის წყალობითაც შეძლო "სიტის" დამარცხება
  • გუნდს კარგად შეუძლია დაცვიდან შეტევაში გადასვლა და მაურისიო პოჩეტინოს ფაქტორის გამოყენება. არგენტინელი სპეციალისტი საკმაოდ გამოცდილი ორ მატჩიან დუელებში.
  • საპასუხო შეხვედრას "ტოტენჰემი" სტუმრად ჩაატარებს და იმ შეხვედრაში რამდენიმე ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული მოთამაშე დაუბრუნდება. მთავარია საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით არ წააგოს.

რატომ გავა "აიაქსი"?

"აიაქსის" ნახევარფინალში ხილვა ბევრისთვის მოულოდნელი შედეგია. გუნდის თამაში იძლევა იმის საფუძველს, რომ ფინალის საგზურიც მოიპოვოს.
  • "აიაქსის" განვლილი გზა შთანბეჭდავია. ჯერ ჯგუფური ეტაპი დაძლია, სადაც "ბაიერნი" და ბენფიკა" ჰყავდა. შემდეგ მერვედფინალში მადრიდის "რეალთან" პირველი მატჩის წაგების შემდეგ, "ბერნაბეუზე" 1:4 გამარჯვება. მეოთხედფინალში კი ტურინის "იუვენტუსს" შანსი არ დაუტოვა და ნახევარფინალში გავიდა.
  • ახალგაზრდა და მოტივირებული თაობა იძლევა იმის გარანტიას, რომ გუნდი ბოლომდე იბრძოლებს თითოეული ბურთისთვის.
  • "აიაქსს" "რეალისა" და "იუვენტუსის" ასპარეზობიდან გამოთიშვის შემდეგ, ორმაგად მეტი თავდაჯერებულობა აქვს.
  • პირველ მატჩს ამსტერდამელები სტუმრად ატარებენ, თან "ტოტენჰემის" დანაკლისზე უკვე ვისაუბრეთ და ეს, რა თქმა უნდა, "აიაქსის" შანსია.

გუნდების მიმდინარე მდგომარეობა

"ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად ასპარეზობს. 36 ტურის შემდეგ, გუნდი 70 ქულით მესამე ადგილზეა და დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. შემდგომ ტურში გუნდი სტუმრად "ბორნმუთთან" ითამაშებს, ბოლო ტურში კი "ევერტონს" მიიღებს. მეტოქეებიდან გამომდინარე, მარტივი გასეირნება არცერთ თამაშში არ ექნება, შესაბამისად პრემიერ ლიგაში საბრძოლველი აქვს. განვლილ 5 ტურს თუ შევაჯამებთ, 3 მატჩი მოიგო, ხოლო 2 წააგო. გაიტანა 7 ბურთი, ხოლო გაუშვა 2. "აიაქსი" ჰოლანდიის ერედივიზიონის ლიდერია. ამსტერდამელები 80 ქულით პირველ ადგილს "პსვ"-სთან ერთად იყოფენ. დარჩენილია 2 ტური და საჩემპიონო ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. შემდგომ ტურში გუნდი საკუთარ მოედანზე "უტრეხტს" შეხვდება, ხოლო ბოლო ტურში სტუმრად "გრააფსხაპს" დაუპირისპირდება. ბოლო 5 ტურში "აიაქსმა" ყველა მოიგო. გაიტანა 20 ბურთი, ხოლო გაუშვა 7.

ურთიერთშეხვედრები

"ტოტენჰემი" და "აიაქსი" ერთმანეთს ევროპულ საკლუბო ტურნირებზე ორჯერ შეხვდნენ. ორივე მატჩი "ტოტენჰემის" გამარჯვებით დასრულდა. ბურთების შეფარდებაც მათ სასარგებლოდ არის 6:1-თან. შეხვედრას ესპანელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი ანტონიო მატეუ ლოპესია. "ტოტენჰემისა" და "აიაქსის" დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ: ფეხბურთელები, რომლებიც "აიაქსისა" და "ტოტენჰემის" ღირსებას იცავდნენ

სხვა სტატიები