Belive

ტოტენჰემი Vs. დორტმუნდი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ დაპირისპირებაში "ტოტენჰემი" "დორტმუნდს" უმასპინძლებს. "უემბლიზე" გასამართი მატჩი საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ორივე გუნდი მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. "ტოტენჰემს" გუნდის ლიდერები, ჰარი კეინი და დელე ალი ვერ დაეხმარებიან. ვარჯიში განაახლეს ერიკ დაიერმა და ერიკ ლამელამ, თუმცა მათი თამაშიც საეჭვოა - "დორტმუნდს" კი პაკო ალკასერის მარკო როისისა და ლუკას პიშჩეკის გარეშე მოუწევს ასპარეზობა.

მატჩის სტატისტიკა

  • "ტოტენჰემი" და "დორტმუნდი" უკანასკნელი ოთხი სეზონის მანძილზე, ევროტურნირებზე მესამედ უპირისპირდებიან ერთმანეთს. განვლილ შეხვედრებში, ორივე გუნდმა 2-2 გამარჯვება მოიპოვა.
  • გუნდებს შორის გამართული ორი უკანასკნელი დაპირისპირება "ტოტენჰემის" გამარჯვებით დასრულდა. გასული სეზონის ჯგუფურ ეტაპზე, "ტოტენჰემმა" "უემბლიზე" 3:1 გაიმარჯვა, "სიგნალ იდუნა პარკზე" კი 2:1 დაამარცხა მოწინააღმდეგე.
  • ევროტურნირებზე "დოტრმუნდმა" ყოველთვის შეძლო "ტოტენჰემის" კარის აღება. (4 შეხვედრა)
  • უკანასკნელი 6 სეზონის მანძილზე, "დორტმუნდი" მეხუთედ ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე.

    "დორტმუნდი"

  • ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მატჩებში, არცერთ გუნდს უკანასკნელ 15 წუთში "დორტმუნდზე" მეტი გოლი არ გაუტანია (5).  "დორტმუნდის" სათადარიგოთა სკამი აგრეთვე გამოირჩევა შედეგიანობით. შეცვლაზე შემოსულმა "დორტმუნდის" ფეხბურთელებმა 5 გოლის გატანა შეძლეს.
  • ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე "დორტმუნდმა" ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა. "დორტმუნდმა" 6 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.
  • "დორტმუნდის" მიერ გატანილი 5 უკანასკნელი გოლიდან - 4 რაფალ გერეიროს ანგარიშზეა.

     "ტოტენჰემი"

  • ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე მოასპარეზე გუნდებს შორის "ტოტენჰემი" ერთადერთია, რომელმაც ჯგუფური ეტაპი გატანილი და გაშვებული გოლების უარყოფითი ბალანსით დაასრულა (-1).
  • "ტოტენჰემის" მიერ გატანილი 9 გოლიდან - 8 შეხვედრის მეორე ტაიმში გავიდა.
  • უკანასკნელი სამი სეზონის მანძილზე, ჰარი კეინმა "ტოტენჰემის" მიერ გატანილი გოლების 48%-ში მიიღო მონაწილეობა (16/33). ჰარი კეინმა 13 გოლის გატანა შეძლო, სამჯერ კი თანაგუნდელებს გაატანინა.

სხვა სტატიები