Belive

ტოტენჰემის 1 მილიარდიან სტადიონს ძაღლების პატრონებისთვის სასიამოვნო სიახლე ემატება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ტოტენჰემი" ახალ სტადიონზე გადასარგებლად ემზადება. შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე წელია მაურისიო პოჩეტინოს გუნდი საშინაო თამაშებს "უემბლიზე" ატარებს. რაც შეეხება ახალ მოედანს, მისი მშენებლობა 1 მილიარდი ევრო დაჯდა და 62 000 მაყურებელზეა გათვლილი. სტადიონზე, რომელიც "ტოტენჰემის" სახელს ატარებს, უკვე ჩატარდა სადებიუტო მატჩი. ლონდონელთა 18-წლამდე გუნდმა გუშინ "საუთჰემპტონი" მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა. აღნიშნული თამაშის შემდეგ, "ტოტენჰემის" ქომაგმა სოციალურ ქსელში ძალიან საინტერესო ფოტო განათავსა - ერთ-ერთი ტრიბუნიდან მოედანი კარგად არ ჩანს. დღეს კი, ინგლისურ მედიაში დაიწერა, რომ "ტოტენჰემის" სტადიონზე მისული ქომაგები, რომლებსაც ძაღლები ჰყავთ, შეძლებენ, რომ თავიანთი შინაური ცხოველები სპეციალურად მათთვის შექმნილ საპირფარეშოებში შეიყვანონ.

სხვა სტატიები