Belive

ტოტენჰემის მიღწევა პრემიერლიგის ისტორიაში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამ წუთებში "პრემიერლიგის" 26-ე ტურის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც "ტოტენჰემი" "ლესტერს" მასპინძლობს. პირველ ტაიმში ერთადერთი ბურთი გავიდა. კოლუმბიელმა ცენტრალურმა მცველმა, დავინსონ სანჩესმა "ტოტენჰემი" დააწინაურა. თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დავინსონ სანჩესი გახდა 147-ე ფეხბურთელი, რომელმაც "ტოტენჰემის" მაისურით "პრემიერლიგაში" გოლის გატანა შეძლო. 147 სხვადასხვა ფეხბურთელს აქვს ლონდონელთა მაისურით ბურთი გატანილი. ამ შედეგით "ტოტენჰემმა" რეკორდი მოხსნა. ასეთი შედეგი "პრემიერლიგაში" არცერთ გუნდს არ აქვს.

სხვა სტატიები