Belive

ტოტენჰემის მთავარი სამიზნე ლაიფციგის კაპიტანია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის მანძილზე "ტოტენჰემის" მთავარი სამიზნე მარსელ საბიცერი იქნება. ბრიტანული მედიის თანახმად, ავსტრიელ ნახევარმცველს ჟოზე მოურინიოს გუნდში გადასვლის შესაძლებლობა ძალიან მოსწონს. როგორც ცნობილია "ლაიფციგის" კაპიტანს გუნდში ყველაზე დიდი ანაზღაურება აქვს, (6 მილიონი ევრო) რაც გერმანული კლუბისთვის პრობლემას წარმოადგენს. 26 წლის ავსტრიელი ნახევარმცველი "ლაიფციგმა" 2014 წელს, 2 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა "რაპიდისგან". ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში საბიცერის ანგარიშზე 3 გოლი და 1 ასისტია.

სხვა სტატიები