Belive

ტოტენჰემის ფინალში გასვლით ინგლისმა ყველა დროის რეკორდი დაამყარა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, ამსტერდამში მოგებული (3:2) საოცარი მატჩის შემდეგ, "ტოტენჰემმა" უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ლუკას მოურას ჰეთ-თრიქით უძლიერესი "აიაქსი" დაამარცხა და ტიტულის მოგებამდე მხოლოდ 1 ნაბიჯი აშორებს. "ტოტებჰემის" დღევანდელი წარმატებით ინგლისმა ყველა დროის რეკორდი დაამყარა. საქმე იმაშია, რომ აქამდე ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი ჯერ არცერთ ქვეყანას არ ჰყოლია.

სხვა სტატიები