Belive

"ტოტენჰემის" რეკორდი "საუთჰემპტონთან"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის მე-2 ტურში ერთმანეთს "საუთჰემპტონი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდნენ, შეხვედრა "დეზების" გამარჯვებით, ანგარიშით 2:5 დასრულდა. შეხვედრის პირველ ნახევარში "ტოტენჰემი" რბილად რომ ვთქვათ, არც ისე კარგად გამოიყურებოდა და ტაიმს 1:0 აგებდა კიდეც, თუმცა ტაიმის დამატებულ დროში სონმა კეინის პასით აღადგინა წონასწორობა. მეორე ტაიმი რადიკალურად განსხვავაებული გამოდგა: სამხრეთ კორეელმა მოთამაშემ საბოოო ჯამში პოკერის შესრულება შეძლო, თავის მხრივ, პოკერი ჰარი კეინმაც შეასრულა, ოღონდ ამ შემთხვევაში საგოლე გადაცემების პოკერი, - სონის ოთხივე გოლის ეპიზოდში ასისტენტად სწორედ ინგლისელი ფორვარდი მოგვევლინა. კეინი-სონის შემთხვევა პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველია, როცა თანაგუნდელმა პარტნიორს ერთ შეხვედრაში 4 საგოლე გადაცემა გაუკეთა. აქამდე ეს არც ერთ სხვა ფეხბურთელს არ გაუკეთებია. ჰარი კეინმა აღნიშნულ შეხვედრაში თავისი გოლის გატანა 82-ე წუთზე შეძლო, საბოლოო ჯამში კი გოლი+პასის სისტემით 5 ქულა მოაგროვა.  

სხვა სტატიები