Belive

ტოტენჰემის საოცარი სტატისტიკა!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული მედია საკმაოდ საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს. "ტოტენჰემმა" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სულ 5 გოლი გაუშვა და ხუთივე მათგანი თავური დარტყმით. პირველ ტურში "ნიუკასლთან" მატჩში, ლონდონელთა კარი მე-11 წუთზე თავური დარტყმით ჟოსელუმ დალაშქრა. მეორე ტურში ლონდონური დერბი შედგა და "დეზების" კარი "ფულჰემის" თავდამსხმელმა მიტროვიჩმა 52-ე წუთზე ისევ თავური დარტყმით აიღო, მესამე ტურში ლონდონელებმა "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" მშრალად დაამარცხეს, მომდევნო მეოთხე ტურში კი "უოტფორდისგან" მიღებული ორივე გოლი თავური დარტყმა იყო. რაც შეეხება მეხუთე გოლს, ამ წუთებში მიმდინარე მატჩში, "ლივერპულელმა" ვეინალდუმმა "დეზების" კარი ისევ თავურით დალაშქრა, აღსანიშნავია რომ ამ გოლის ჩასათვლელად ვიდეოგამეორება გახდა საჭირო, გოლის მომენტი კი სტატიის მთავარ ფოტოზეა განთავსებული. განახლება: ამ წუთებში მიმდინარე მატჩში ფირმინიომ "ტოტენჰემს" გოლი ფეხით გაუტანა. მეექვსე გოლი თავური არ აღმოჩნდა.

სხვა სტატიები