Belive

ტოტენჰემმა 517 დღის შემდეგ პირველი ტრანსფერი განახორციელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემმა" პირველი ტრანსფერი განახორციელა. მაურისიო პოჩეტინოს მომზადებულმა გუნდმა ბოლო 517 დღის განმავლობაში პირველად შეიძინა ფეხბურთელი. "ტოტენჰემის" ახალწვეული ჯეკ კლარკია, რომელიც გასულ სეზონში "ლიდსის" ღირსებას იცავდა. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელებმა გასულ ზაფხულს არავინ შეიძინეს, გუნდმა მაინც ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვა. რაც შეეხება ჯეკ კლარკს, ის ამპლუით თავდამსხმელია და მხოლოდ 18 წლისაა. "ლიდსის" შემადგენლობაში ჩაატარა 24 მატჩი და გაიტანა 2 ბურთი.

სხვა სტატიები