Belive

ტოტენჰემმა ბარსელონას ფეხბურთელი შეიძინა | სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე რამდენიმე საათი რჩება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველ კლუბებს უმცირესი დრო რჩებათ დასახული მიზნების რეალიზებისათვის. ამჯერად საქმე ეხება ემერსონ როიალს, რომელიც სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში "ტოტენჰემის" სამიზნეში იყო ამოღებული. "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ინგლისური კლუბის რიგებში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ოფიციალურად "დეზების" რიგებში ჩაირიცხა. ემერსონ როიალის სატრანსფერო ღირებულებამ 30 მილიონი ევრო შეადგინა. 22 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კარიერის უდიდესი ნაწილი (ბოლო 2-წელიწადნახევარი - იჯარის წესით) "ბეტისის" შემადგენლობაში გაატარა, სადაც 79 შეხვედრაში 5 ბურთის გატანა და 10 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.  

სხვა სტატიები