Belive

ტოტენჰემმა და სონმა შეთანხმებას მიაღწიეს: კორეელმა შემტევმა ახალი კონტრაქტი გააფორმა 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, ჰიუნ-მინ სონმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია "დეზების" ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. სამხრეთ კორეელმა ფეხბურთელმა ლონდონურ გუნდთან ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისად, "ტოტენჰემს" და კლუბს ერთმანეთის მიმართ სამსახურეობრივი ვალდებულება 2025 წლამდე ექნებათ.

ბოლოს მხარეებმა ხელშეკრულება 2018 წელს, 2023 წლამდე გაახანგრძლივეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში, აზიელი ფეხბურთელის კარგი სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, კლუბს 29 წლის შემტევის შენარჩუნების სურვილი ჰქონდა, საბოლოოდ კი ამ მიმართულებით აქტიურობამ შედეგი გამოიღო. წინა სეზონის განმავლობაში, გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ხშირად აღნიშნავდა, რომ მთელი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების შედეგად, სონი კლუბთან ახალ კონტრაქტს აუცილებლად გააფორმებდა. სონის კონტრაქტი "ტოტენჰემმა" 2015 წელს, ლევერკუზენის "ბაიერიდან" 30 მილიონი ევროდ შეიძინა, მას შემდეგ გუნდის მეშვიდე ნომერმა 280 შეხვედრაში 107 გოლის გატანა და 64 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, საუკეთესო სეზონი კი 2020/21 წლებში ჰქონდა, როცა 51 შეხვედრაში 22 გოლის გატანა და 17 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. სონი "ტოტენჰემს" 2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაშიც დაეხმარა, რომელშიც მისი გუნდი "ლივერპულთან" - 0:2 დამარცხდა.  

სხვა სტატიები