Belive

ტოტენჰემმა კეინს ასტრონომიული ფასი დაადო, პსჟ მორიგი სატრანსფერო რეკორდის მოსახსნელად მზადაა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეკემბერში მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა "ტოტენჰემის" სპორტულ დირექტორს დენიელ ლევის დაუკავშირდა და ჰარი კეინის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება სცადა, თუმცა "დეზების" დირექტორმა ინგლისელ ფორვარდს ასტრონომიული ფასი, კერძოდ კი 350 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაადო. წყაროს ინფორმაციით მადრიდელთა ხელმძღვანელობამ ამ თანხას "სულელური ფასი" უწოდა და მოლაპარაკებები უმალ გაწყვიტა. ამ ინფორმაციამ პარიზში ჩააღწია, და პსჟ-ს მფლობელმა, შეიხმა მანსურმა მზაობა გამოთქვა ჰარი კეინის სანაცვლოდ 350 მილიონი გადაიხადოს და მორიგი სატრანსფერო რეკორდი მოხსნას. შეგახსენებთ პარიზულმა გუნდმა "ბარსელონასგან" 222 მილიონად ნეიმარი შეეძინა და ამჟამად სატრანსფერო რეკორდად სწორედ ეს გარიგება ითვლება. ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს მადრიდის "რეალი" და გაყიდის თუ არა "ტოტენჰემი" თავის ვარსკვლავს, თუმცა აღსანიშნავია რომ მსგავსი ისტორია "რეალსა" და "ტოტენჰემს" შორის უკვე მოხდა, როდესაც დენიელ ლევმა გარეტ ბეილის ტრანსფერში მადრიდული კლუბი ბოლომდე გამოწურა და უელსელ ფეხბურთელში 100 მილიონი გირვანქა გამოართვა. დენიელ ლევი, სხვა ყველაფერთან ერთად "ტოტენჰემის" სატრანსფერო პოლიტიკაზე არის პასუხისმგებელი და სხვა გუნდების ხელმძღვანელობებისთვის საძულველი პიროვნებაა, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონმა ლონდონელებისგან დიმიტარ ბერბატოვი წაიყვანა, ლევი ფერგის რამდენიმე თვე ევაჭრებოდა და ბულგარელი ფეხბურთელის ფასი 30 მილიონამდეც გაუჭიმა, მაშინ ფერგიუსონმა ის 30 მილიონი გადაიხადა, თუმცა აღნიშნა რომ "ტოტენჰემისგან" აღარასდროს იყიდიდა ფეხბურთელს და სიტყვა შეასრულა კიდეც. "ლივერპულთან" ბერბას გოლის შემდეგ კი შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა რომ დიმიტარში ორმაგ თანხასაც სიამოვნებით გადაიხდიდა, თუმცა რა თქმა უნდა სიტყვას არასოდეს გადაუხვევდა.

სხვა სტატიები