Belive

ტოტენჰემს ინტერთან ორი ლიდერი გამოაკლდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს, 18 სექტემბერს, სტარტს აიღებს ჩემპიონთა ლიგა. ტურნირი B ჯგუფის თამაშებით გაიხსნება, სადაც "ინტერი" "ტოტენჰემს", "ბარსელონა" კი "პსვ-ს" დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრები თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში "ტოტენჰემს" ვერ დაეხმარებოდნენ: უგო ლორისი, დელე ალი და მუსა სისოკო. გუშინ კი ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ გუნდს კირან ტრიპიერი და ტობი ალდერვაირელდი გამოაკლდნენ. ლონდონელთა დანაკლისი ძალიან დიდია და სავარაუდოდ, მათ იტალიიდან 3 ქულის წამოღება გაუჭირდებათ.

სხვა სტატიები