Belive

"ტოტენჰემს" ლინგარდის დამატება სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ტოტენჰემი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ ჯესი ლინგარდთან კონტრაქტის გასაფორმებლად მზადაა. "წითელი ეშმაკების" ყოფილ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს 27 წლის მოთამაშის "დეზების" რიგებში ხილვა სურს. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. პრემიერ ლიგაში ლინგარდს იანვრის მერე არ უთამაშია, ფეხბურთელი ვერც "კრისტალ პალასთან" სეზონის პირველ შეხვედრაში მოხვდა "იუნაიტედის" განაცხადში. ლინგარდმა 2019-20 წლის პრემიერ ლიგის სეზონში 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები