Belive

ტოტენჰემს მარკო ასენსიოს შეძენა 2014 წელს შეეძლო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიური Mundo Deportivo-ს ცნობით, ლონდონის "ტოტენჰემს" 2014 წელს მარკო ასენსიოს შეძენის რეალური შანსი ჰქონდა. გამოცემა წერს, რომ "ტოტენჰემის" სკაუტი, რამონ პლეინსი კლუბის ხელმძღვანელობას "მალიორკას" ფეხბურთელის შეძენას დაჟინებით თხოვდა, თუმცა "ტოტენჰემი" ახალგაზრდა ესპანელით რეალურად არ დაინტერესებულა. მარკო ასენსიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება - მადრიდის "რეალში" გადასვლის შემდეგ ასენსიო მუდმივად პროგრესირებს და მის მთავარ უპირატესობას მნიშვნელოვან მატჩებში გოლის გატანა წარმოადგენს. მაგალითად, კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ ასენსიომ 5-ჯერ ითამაშა, სადაც მან 2 შესანიშნავი გოლის გატანა და 2 ასისტის გაკეთება შეძლო. ასენსიოს ზიდანის მწვრთნელობის პერიოდში სათამაშო დრო სტაბილურად ეძლეოდა, თუმცა იგი ძირითადის ფეხბურთელად არ ითვლებოდა. ხულენ ლოპეტეგის გუნდში მოსვლის შემდეგ სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა და ნათლად გამოჩნდა, რომ მადრიდელთა ახალი მწვრთნელი ასენსიოზე დიდ ფსონს ჩამოდის. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ესპანელის სატრანსფერო ფასი 70 მილიონ ევროს აჭარბებს, თუმცა დიდი ალბათობით, მადრიდელები მომავალი პოტენციური ლიდერის გუნდიდან გაშვებას საერთოდ არ განიხილავენ.

სხვა სტატიები